შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაცმოძრაობა" პირდაპირ იყო ჩართული ეკლესიაში დესტაბილიზაციის შექმნის პროცესში- ვცოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2019

უკვე აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ იყო ჩართული ეკლესიაში გარკვეული პრობლემების და დესტაბილიზაციის შექმნის პროცესში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებამ გაცილებით სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს ეს პროცესი, რაც ქართულ ეკლესიაში განვითარდა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ინტენსიური მცდელობაა, რომ ყურადღება გადაიტანონ მეუფე იაკობის განცხადებებზე, რომელსაც არანაირი საფუძველი, მტკიცებულება ან იმის წინაპირობა, რომ საქმე აღიძრას და დაიკითხონ, არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, მუდმივად არის ამ თემის მუსირება, ვინაიდან გადაიფაროს ის მძიმე ქმედებები, რაც მათი მხრიდანაა დაშვებული. სავარაუდოდ, ამ თემასთან მიმართებაში, მეუფე პეტრეც იყო ჩართული და ყველამ კარგად იცის, რომ გადახედოთ სიტუაციას და შეაფასოთ განცხადებები, ნახავთ, თუ ვისთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. თუნდაც სააკაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებები, რომ იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჯვრის დემონსტრირებას ახდენდა და ბევრი სხვა რამ მიუთითებს ამაზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია