შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ნოემბერი 2019
"იცით რატომ წავიყვანეთ ქეთი საჯარო სკოლაში? იმის გამო, რომ ჩვენ გვინდოდა, ის ყველა მისი თანატოლის მსგავსად გაზრდილიყო. გვინდოდა, რომ ქეთის ესწავლა წერა, კითხვა, დაამატებითი რაღაც, ისევე, როგორც ჩვენს ორ შვილს. იმ პერიოდში, ინკლუზიური განათლება საჯარო სკოლებში არ იყო დანერგილი, სპეციალური სკოლა იყო საუკეთესო გამოსავალი", - ამბობს ქეთის მამა, ვეფხია დიაკონაშვილი. ის საზოგადოებას წლების წინ დაუპირისპირდა და თავისი შშმ ქალიშვილი საჯარო სკოლაში მიიყვანა...."არავინაა დაზღვეული ინვალიდობისგან. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს", - ამბობს დათო გაბოძე, რომელიც ახლა ინვალიდის ეტლშია....ელზა ნადირაძე გუნდის სოლისტია. იგი ღონისძიებაში მონაწილეობს. უპრობლემოდ შეუძლია დაუკრას პიანინოზე და სიმღერა შეასრულოს. სანამ დღის ცენტრ "ტალიტა კუმში" სიარულს დაიწყებდა, ელზა მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოებისგან გარიყული იყო. ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ახლა მეგობრები ჰყავს. ცენტრის 18 ბენეფიციარი დღეს იმავე გზას გადის. ეს ის ადგილია, სადაც მათ იპოვნეს მათთვის საჭირო რამ: სწორი მოპყრობა და რწმნეა საკუთარი შესაძლებლობებისა. ქეთის, დათოს, ელზას და სხვა ადამინების ისტორიებს ერთ მასალაში ნახავთ. პროექტი საქართველოსა და სომხეთის მედია ორგანიზაციების sknews.ge–სა და aravot.am–ის ერთობლივი პროექტია.მასალის სანახავად გადადით ლინკზე - [img]https://spark.adobe.com/page/xx51wcHYpv6yR/embed.jpg?buster=1572537280883[/img][თაკო ფეიქრიშვილი – საქართველო; ლუსინე ბუდაღიანი, ლუიზა სუხიასიანი – სომხეთი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია