შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ფინკა’ ბანკში მსოფლიო დაზოგვის დღე აღნიშნეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ნოემბერი 2019
დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნა „ფინკა“ ბანკში პირველ ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყო. ღონისძიების დასასრულს ბანკის წარმომადგენლებმა ბავშვებს ბროშურები და სერთიფიკატები გადასცეს. „ბავშვებს ვესაუბრეთ ბანკის ფუნქციების შესახებ, როგორ უნდა დააგროვონ და რატომაა მნიშვნელოვანი ფულის დაგროვება. ვფიქრობ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და ბავშვებისთვისაც დასამახსოვრებელი და სასარგებლო იყო მიღებული ინფორმაცია“, - ამბობს ფინკა ბანკის თანამშრომელი ნინო კაპანაძე.დაზოგვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2013 წლიდან აღინიშნება. ამ დღის ისტორია კი 1925 წლიდან იწყება და მას 120–ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც 7 ქართული კომერციული ბანკი მონაწილეობდა: ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი და ფინკა ბანკი საქართველო.[რობი ზარიძე, ახალციხე ]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია