სამცხე-ჯავახეთი
ახალქალაქში ხატების დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
04 ნოემბერი 2019
ახალქალაქში არსებული ეკლესიის დარბევის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება კიდევ ერთხელ დაიწყო, ისე, რომ ამავე სამლოცველოში ხატების დაზიანების პირველი შემთხვევის გამოძიების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.სოფლების ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“ სომხური ეკლესიის ტაძარი პირველად სამ აპრილს დაარბიეს. მაშინ გამოძიება სსკ–ის 259–ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“.ტაძარში რელიგიური სიწმინდეების მეორედ დაზიანების შესახებ, ინფორმაცია სამ ნოემბერს გავრცელდა. ამჯერად გამოძიება სსკ-ის 156 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]