შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია ოზურგეთში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სოფლებში - ბაილეთში, ნატანებში და შემოქმედში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება სოფელ გურიანთაში და ჭანიეთში. სოფელ ბოხვაურში, დაბა ნარუჯაში და დაბა ურეკში კი ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია.

პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია