შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფეიკ ნიუსები, დესტრუქციული შეტევაა პატრიარქზე- ზურაბიშვილი ეკლესიის სკანდალზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეკლესიის წიაღში შესაძლო სკანდალურ ფაქტებს ეხება, "ფეიკ ნიუსები" უწოდა. 

"ვიხილით ბოლო პერიოდში „ფეიკ ნიუსები“ როგორც ემუქრება ჩვენი საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული ხასიათი, ბოლო დროინდელი შეტევისა საქართველოს ეკლესიის და მის ლიდერზე. საბედნიეროდ საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქცია, როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა თავისი სიმწიფე და ასეთი მანიპულაციების წინ აღუდგა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია