შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოგიწოდებთ გაანეიტრალოთ და დააპატიმროთ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები - ვასაძის მუქარა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ჰომოფობიური განწყობით გამოირჩევა, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების "დაპატიმრებას და განეიტრალებას" ითხოვს. ლევან ვასაძე ფილმის  - "And Then We Danced" ქართულ კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლით იმუქრება. ვიდეომიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად კინოთეატრებში შევა, პოლიციის კორდონს გაწევს შიშველი ხელებით, გათიშავს ფილმს და ჩაშლის ჩვენებას.

"მოგიწოდებთ გაანეიტრალოთ და დააპატიმროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ვინც ამ ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ კონსპირაციულ საქმიანობას ეწევიან,"- განაცხადა ვასაძემ თავის ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს ფილმის "And Then We Danced" პრემიერის დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა. "სახალხო ლეგიონის" შემქმნელი ვიდეომიმართვაში ფილმს გარყვნილების პროპაგანდად მოიხსენიებს. ვასაძე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ვინმეს სიკვდილი არაა გამორიცხული. ბიზნესმენმა სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ შეკრებილი ხალხი 5 ჯგუფად დაიყოფა და იმ კინოთეატრებთან გადანაწილდებიან, სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია