გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მინისტრი: “საქართველო ისეთი მდიდარი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2018

„ჩვენ დღეს რომ ვართ ისე კარგად არასდროს ვყოფილვართ. დღევანდელი პერიოდი  არის საუკეთესო ქართულ ისტორიაში“ —  მგვარად ახსნა გაუარესებული სიღარიბის მდგომარეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

კითხვა:  დღევანდელი ხელისუფლების  წარმომადგენლებიც უკვე აღიარებენ, რომ სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა, რასაც  მსოფლიო ბანკის ანგარიშიც ადასტურებს. მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% - საშუალოდ ღარიბიანუ მოსახლეობის 69 % ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფიდა მხოლოდ 7%- საშუალო კლასის წარმომადგენელი. 

ქობულიას პასუხი: დღეს რომ საქართველო მდიდარია ასე არ არასდროს ყოფილა.   დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა.  რაც შეეხება ზოგადად სიღარიბის თემას, ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია  ქვეყანაში არასათანადო  კვალიფიკაციის დონე. არ არსებობს მოთხოვნადი  საბაზისო პროფესიები, რაც ცუდია და ამ მხრივ სამუშაოა. სიღარიბის მიზეზია ასევე ისიც, რომ არასახარბიელო პოზიციაზე ვართ მსოფლიო რუკაზე. დღეს საქართველოში გვყავს დაახლოებით 900 ათასი თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაში და ვგეგმავთ ამ ადამიანების უფრო მაღალპროდუქტიულ დასაქმებას.

ბოლო წლების ტენდენციას რომ გადავხედოთ, ისედაც იქმნება წელიწადში საშუალოდ 25 ათასი სამუშაო ადგილი და მსგავსი ვითარება რომ გაგრძელდეს  2025 წლამდე შევქმნით დამატებით 200 ათას სამუშაო ადგილს. ამ ციფრს დაემატება ჩვენი ახალი პროგრამის - გადამზადება და ინვესტორების ინტესიური მოზიდვისგან მიღებული შედეგი, რისი წყალობითაც გვინდა დამატებით  200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.  წელიწადში 50 ათასი კაცი რომ გადავამზადოთ და აქედან 70 % რომ დასაქმედეს, ჯამში 400 ათასი ადამიანის დასაქმება გამოდის".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია