ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალლიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
6 032 კმ. სიგრძის გზის სამშენებლო სამუშაოებს შპს „საგზაო“ ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია: სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელების მოწყობა.
პროექტი გარდამავალია და 2 ეტაპად განხორციელდება.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 358 999 ლარს შეადგენს.