შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ნოემბერი 2019
მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ კორეაში 8-10 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 12 ქართველი სპორტსმენიდან ორი ქალია. ისინი სამბოში იჭიდავებენ. ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი ჩემპიონატში, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 10 ნოემბერს იჭიდავებს. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი, ჩემპიონატში ოქროს მედლის მოპოვებაა: „ეს იქნება უკვე მწვერვალი ჩემს კარიერაში. ვარ პრიზიორი, გასული წლის მსოფლიო ვიცე - ჩემპიონი და წელს, ნოემბერში, კორეაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან შევეცდები, რომ ოქროს მედლით დავბრუნდე. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამჟამად ეს არის“, - ამბობს ბერძენიშვილი.ბექა წარმოშობით ახალციხის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მოიპოვა. ამავე წელს ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“ გახდა. ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო, სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.გთავაზობთ მასალას - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია