შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2019
ღონისძიება ახალციხის სამუსიკო სკოლაში გაიმართა. 79 მოსწავლეს ელენე დიდიმამიშვილის ლექსების კრებული და ქართველი კლასიკოსების წიგნები დაურიგეს.„ღამის სამ საათამდეც მიწევს მეცადინეობა, თუმცა შედეგი ამად ღირს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შრომა გიფასდება და ლეპტოპს და ასეთ ძვირფას წიგნებს გჩუქნიან “, – ამბობს მეექვსე სკოლის მოსწავლე სალომე ტაბატაძე.შეხვედრას ადგილობრივი თითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ამ მოსწავლეებს ცოტა ხნის წინ, განათლების სამინისტრომ ლეპტოპები გადასცა, ჩვენი მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები მერიამაც დააჯილდოვა სიმბოლური საჩუქრებით“ – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ზაზა თამარაშვილი.ღონისძიებაზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს, ხოლო ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია