ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესები მწვავედ შეაფასეს.
გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი.
მისი თქმით, ევროპა დღეს ოპოზიციის ენით საუბრობს.
"ცოტა გაკვირვებული ვარ იმის მოსმენით, რომ გაყლაბებებზე საუბრობთ, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მეორე ტური. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დამკვირვებლების დადებითი შეფასება, რომ პირველი ტური დემოკრატიულად ჩატარდა ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქველმოქმედო ჯგუფმა და ეს იყო ინიცირებულ ისაქართველოს მთავრობის მიერ მისი მიზანი მოსახლოების ტანჯვის აღმოფხვრაა, ამ პრობლემაზე მთავრობამ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ბიუჯეტის ფული მას გასცემს საქველმოქმედო ფონდი და გაყალბებებთან არანაირი კავშირი არ აქვს და არანირი კავშირი არ აქვს არც მეორე საქმეს ინფორმაციას პირადობის მოწმობების შესახებ" - განაცხადა დავით ზალკანიანმა.