გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სამი არასამთავრობო ტყუილში იქნა გამოჭერილი, დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2018

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილში იქნა გამოჭერილი, არის მოსაზრება, რომ ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების, „საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით იუსტიციის სამინისტრო ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში, საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის პრინციპში ალბათ არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი. ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან ტყუილია და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მათი თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს. ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ, რომ გამოძიება გაგრძელდეს, რადგან ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო აშკარა და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, მათ წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ის არ არსებობს, ან თუ არსებობს, მატყუარაა, რაც ძალიან სამწუხაროა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან ისინი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია