გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოპოვებას ქუთაისის მერი ჭიღვარია ხელმძღვანელობს "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 ნოემბერი 2018

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.  როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოპოვებას უშუალოდ ქუთაისის მერი ხელმძღვანელობს.

„ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებზე ნადირობამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება, რადგან მასში ჩართულია საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი და მას უშუალოდ ხელმძღვანელობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, თავს ასაღებენ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებად. ინიშნავენ ჩვენ მხარდაჭერებს და სთხოვენ მათ პირადობის მოწმობებს. ამ პროცესს ხელმძღვანელობენ უშუალოდ ქუთაისის მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოებში. ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ უკვე „ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. განსაკუთრებულ შემთხვევებში პირადად ქუთაისის მერი ერთვება ამ ტიპის კომუნიკაციებში. ასევე საჯარო მოხელეებს ავალებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების და პირადობის მოწმობის მონაცემების მოტანას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრება პირადად ქუთაისის მერი.

ხშირ შემთხვევებში საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამომრჩევლები ერიდებიან საჯარო საუბარს, თუმცა ჩვენს მიერ მოხდა რამოდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება და სატელეფონო ნომრები, რომლიდანაც სისტემატურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები, სადაც მიმდინარეობდა ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის და სხვა პირადი მონაცემების მოთხოვნა. ეს ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მალხაზ აბაშიძეს, რომელიც ერთ–ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელი, გიორგი ჭიღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია.

ასევე, გრიგოლ ვაშაძის სახელით, ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ვინმე ხატია ელიავა, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვების შტაბის წარმომადგენელი აღმოჩნდა“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია