გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ?" - 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ნოემბერი 2019

89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან კინოპრემიერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვუყურებ კინო "ამირანთან " განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის,ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ? ნუთუ ერთი კინოფილმი ისე საშიშია მათთვის , რომ ასეთი ამბავი ატეხეს?გასაგებია "ქართულ მარშს"მეტს ვერ მოთხოვ, მათი გონება ჯერ ვერ დაეწია თანამედროეობას.მე უბრალოდ მაინტერესებს, მათ შორის ახალგაზრდები როგორ მოხვდნენ? ან რას ფიქრობენ ისინი?სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს" - წერს ლამარა აბჟანდაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია