შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ნოემბერი 2019
ფოტო: jnews.geოლავერდის საჯარო სკოლაში, სადაც 98 მოსწავლე სწავლობს, საპირფარეშო მიმდინარე წელს გააკეთეს. სამუშაოებისთვის 40 000 ლარი დაიხარჯა.„ინფორმირებული ვარ პრობლემის შესახებ. წნევა არ აქვს წყალს და სიმაღლეზე ვერ ადის, ამ საკითხზე მუშაობენ. სხვას ვერაფერს გეტყვით, ეს მერიის პროექტია და მას ჰკითხეთ“, – გვითხრა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანმა.ახალქალაქის მერი იური უნანიანის განმარტებით, პრობლემა არასწორად შედგენილმა პროექტმა გამოიწვია.„საჭიროა წყალი ცენტრალური მაგისტრალიდან ამოვიყვანოთ, 600 –700 მეტრია. ამისთვის ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს,დაახლოებით 3–4 ათასი ლარია საჭირო, დიდი თანხა არ არის, თუ ნაშთი დარჩა იმით გავაკეთებთ, ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყოფთ“, – განმარტავს იური უნანიანი.მისი თქმით, რადგან ახალქალაქში მკაცრი ზამთარია, სამუშაოებს გაზაფხულამდე ვერ დაიწყებენ, ამ პერიოდის განმავლობაში კი პროექტს მოამზადებენ.„ვიდრე წყლის პრობლემას მოვაგვარებთ, მანამდე ისევ ძველი საპირფარეშოთი ისარგებლებენ, რომელიც ეზოში დგას“, – ამბობს იური უნანიანი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია