შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა აღევლინება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2018
წმინდა გიორგი საქართველოს მეოხი და მფარველი წმინდანია. ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ იბრძოდა წმინდა გიორგი ხილულად ქართველთა ლაშქარში დიდგორისა და ბახტრიონის ბრძოლებში. საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან და საქართველოში ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.23 ნოემბერს აღინიშნება წმინდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.ცნობილია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების ისტორია: როდესაც პირველ დღეს ნაწამები წმინდა გიორგი მეორე დღეს ისევ წარუდგინეს იმპერატორ დიოკლეტიანეს, წმინდანმა მას მუქარის საპასუხოდ მიუგო: „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენს მიერ გვემული“. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმინდანმა ჯერ ხმამაღლა აღუვლინა ლოცვა უფალს, შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, ექვს მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია