კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა პრობლემებს უქმნის მეწარმეებს მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი?

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2019

მიწის რეგისტრაციის რეფორმა უკვე ოთხჯერ განხორციელდა, თუმცა ამ მხრივ ფერემერები პრობლემების წინაშე ისევ დგანან.

მეწარმეები მთავრობას მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის გადახედვას სთხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ კანონი მხოლოდ 2007 წელს შეძენილ ან არამართლზომიერად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება, რაც მომდევნო წლებში ნაყიდი მიწების მფლობელებს პრობლემებს უქმნით.

გურჯაანში მცხოვრები ფერმერი და მეწარმე იზოლდა ქიტესაშვილი მიწის რეგისტრაციის კანონს დადებითარ აფასებს, თუმცა ის ასევე ამ მიმართულებით ფერმერებისთვის შექმნილ გარკვეულ სირთულეებზე მიუთითებს. საუბრობს.

მისი თქმით, კანონის მიხედვით, მიწის რეგისტრაციის კანონი ნებისმიერ დროს ნაყიდ მიწაზე უნდა ვრცელდებოდეს.

,,2007 წლამდე ვისაც აქვს ნაყიდი მიწის ფართობი, ან მის ახლოს მიმდებარე ტერიტორია და არ აქვთ დარეგისტრირებული, არის კანონი, რომლის საფუძველზც მათ შეუძლიათ დარეგისტრირება. მის შემდეგ კი მიწა, ვისაც გვაქვს შეძენილი და გვაქვს დაურეგისტრირებელი მიწის ფართობი ვერ ვსარგებლობთ ამ კანონით.

მაგალითად: მე მიწა შევიძინე 2015 წელს, მანამდე სხვა პირს ჰქონდა მფლობელობაში, იმის წინ კი სხვა იყო მისი მფლობელი. როცა მე შევიძინე, ფართობის ნაწილი აღმოჩნდა დარეგისტრირებული და ნაწილი მიმდებარე ტერიტორიისა დაურეგისტრირებელი.

მას შემდეგ ვცდილობთ და ვერანაირად ვერ ვირეგისტრირებთ. ვითხოვთ, რომ მათ, ვისაც მიწები გვაქვს შეძენილი 2007 წლის შემდეგ და დაურეგისტრირებელი გვაქვს მიმდებარე ტერიტორია, ჩვენზეც გავრცელდეს ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც 2007 წლამდე შეძენილ მიწებზე ვრცელდება’’,-განუცხადა knews.ge-ს იზოლდა ქიტესაშვილმა.

ქიტესაშვილი მიუთითებს, რომ მიწის რეგისტრაციის კანონში არსებული ხარვეზების გამო ფერმერებს ხშირად ეშლებათ ხელი, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში ან მიიღონ გრანტი დონორი ორგანიზაციებისგან.

,,ეს პრობლემა ჩემ გარდა, ბევრ მევენახეს და ფერმერს აწუხებს. ბევრ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ და იმედი გვაქვს სახელმწიფო, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს.

გარდა ამისა, არის გარკვეული სახელმწიფო პროგრამები და დონორი ორგანიზაცის პროექტები, რაშიც ხშირად სწორედ ამ პრობლემის გამო მონაწილეობას ვერ ვიღებთ. ფერმერებს მიწა აქვთ, მაგრამ დაურეგისტრირებელი, თუმცა პროექტებში მონაწილეობის მისაღებად მიწის საკუთრებაში არსებობაა აუცილებელი. ამით ერთი მხრივ მეწარმე ზარალდება, მეორე მხრივ კი სახელმწიფო, იმიტომ რომ ის ამ მიწებიდან გადასახადს ვერ იღებს. აუცილებელია ჩვენზეც გავრცელდეს ეს საკანონმდებლო აქტი, რადგან ხელი გვეშლება’’,- ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

ფერმერებისთვის მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის სირთულეებზე საუბრობს ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი ,,სასოფლ სამეურნეო მიწების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს.

ის ამბობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს და არც ერთ ფერმერს არ უნდა ჰქონდეს მიწის დარეგისტრირების მხრივ შეზღუდვა.

,,პრივატიზების დროს მიღებული მიწების დაკანონება მიმდინარეობს 2007 წალამდე არსებული მდგომარეობით. 2007 წლის შემდეგ კი ვინც იყიდა მიწა, მათზე ეს არ მოქმედებს კანონი. მათ სასოფლო-სამეურნეო მიწას არ ურეგისტრირებს არც აღიარების კომისია და არც საჯარო რეესტრი.

ეს ჩვენთვის დისკრიმინაციული და მიუღებელია, რადგან არ უნდა იყოს ასეთი შეზღუდვა. რაც უფრო მეტი მიწა იქნება დარეგისტრირებული, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ქვეყანას გადასახადების ამოღების კუთხითაც და მიწის მიახლოებითი ბალანსის გაკეთებისას.

ვფიქრობთ, ეს შეზღუდვა აუცილებლად უნდა მოიხსნას იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომლებსაც 2007 წლის შემდეგ აქვთ მიწა შესყიდული მიწა. თუ ეს მიწები არ იქნება დარეგისტრირებული, ვერ იღებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იმიტომ, რომ საკუთრების უფლება არ უჩანს. ეს შეზღუდვა უნდა მოიხსნას და მიეცეს ყველას საშუალება, რომ დაირეგისტრიროს მიწა’’,- განუცხადა knews.ge-ს ირინე ფხოველიშვილმა.

საქართველოს პრემიერის ინიციატივით, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.

კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია