სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია" - გედევან ფოფხაძე

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019
ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა , რითაც საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ფოფხაძის აზრით, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. მრევლი უნდა იყოს მობილიზებული, უნდა მოახდინოს დემონსტრაცია, რომ ქართულ ეკლესიას ზიანს ვერავინ მიაყენებს - ვერც პოლიტიკოსები და ვერც ის ადამიანები, ვისთვისაც ძლიერი ეკლესია პრობლემას წარმოადგენს, მათი პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე. ძლიერი ქართული ეკლესია არის ძლიერი ქართული სახელმწიფო. ვისაც არ სურს ძლიერი ქართული სახელმწიფო, ყველას აქვს ინტერესი, დაასუსტოს ის. ძლიერი ქართული სახელმწიფო შეიძლება ქვეყნის გარეთაც არ სურდეს ვიღაცას, რუსეთს ვგულისხმობ და საქართველოს შიგნითაც. ეს შეიძლება იყოს სახელისუფლებო წრეებიც.

ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს. ეკლესიას გაცილებით უფრო დიდი სულიერი და ისტორიული მისია აქვს, ვიდრე როლი, ემსახუროს რომელიმე ხელისუფლებას. არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სააკაშვილი თუ ივანიშვილი,” - განაცხადა ფოფხაძემ.

წყარო: www.interpressnews.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია