კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ გადიან მოქალაქეები საპენსიო სისტემიდან [Audio]

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. დასაქმებული მოქალაქეები ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში თავად რიცხავენ, 2%-ს დამსაქმებელი იხდის, ხოლო 2-ს სახელმწიფო.



წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა საპენსიო ასაკის მიღწევისას მოქალაქეებს უკან დაუბრუნდებათ. სქემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითია. 51 წლის მაია ზურაშვილი ექვსი წელია, რაც დასაქმებულია. მან აღნიშნული სისტემა უკვე დატოვა, რადგანაც ფიქრობს რომ საპენსიო ასაკამდე, ანუ 60 წლამდე მნიშვნელოვანი თანხის დაგროვებას მაინც ვერ შეძლებს.

საპენსიო პროგრამიდან გავიდა მარინა ბეროშვილი. მას არ სჯერა, რომ დაგროვებული თანხა წლების შემდეგ უკან ნამდვილად დაუბრუნდება.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საპენსიო სქემაში დაახლოებით 912 000-მდე ადამიანია გაწევრიანებული. საპენსიო სქემიდან გასული მოქალაქეების რაოდენობა კი 162 00 მდეა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების მომხრეა სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე, თუმცა მისი აზრით, დაგროვებული 6% რამდენად მისაღები თანხაა, ეს მსჯელობის საგანია. მისივე თქმით, მოქალაქეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, როგორ დაუბრუნდებათ დაგროვილი თანხა უკან, რადგან მათ დაკარგული ანაბრების მწარე გამოცდილება აქვთ.

როგორ დაუბრუნდებათ მოქალაქეებს დაგროვებული თანხა უკან - ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად საპენსიო სააგენტომ ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა. თუმცა კითხვაზე დაცულია თუ არა საპენსიო აქტივები, ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი და აქტივების დაცულობა უზრუნველყოფილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.





დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია