სამცხე-ჯავახეთი
რა ღონისძიებები გაიმართება ზარზმობის დღესასწაულზე
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 ნოემბერი 2019
ღონისძიება ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.იხილეთ განრიგი:10:00 საათი – სადღესასწაულო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სხვა ეპისკოპოსებთან და ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.13:00 საათი – იხილავთ სადღესასწაულო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი ანსამბლები: „ალეგრო“, „ზარზმა“, „სამცხე“ და „ელეონი“.კონცერტის პარალელურად ხელნაკეთი ნივთების გამოფენას იხილავთ. ასევე შეძლებთ მესხური ყველის დაგემოვნებას.14:00 საათი – ადიგენის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.15:00 საათი – სადღესასწაულო ტრაპეზი.ღონისძიების ორგანიზებისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 2 420 ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, ინდ.მეწარმე, ცისანა მაჭარაშვილმა მიიღო.[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]