პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებში “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ბოლშევიკური სული რეინკარნაცია.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არა აქვს არც სამშობლო, არც ღმერთის არა სწამს და მხოლოდ წარუმატებლობისთვის არის განწირული.
“გასული ორი კვირის განმავლობაში ვიხილეთ უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. ამაზე მეტყველებს მათი ლიდერების მესიჯები. ფეისბუკზე ათასობით ნაციონალის უპრეცენდენტო შტურმი პატრიარქზე და ეკლესიაზე. “ნაცების საიტები შეგიძლიათ ამოიღოთ სათაურებით, როგორი შტურმი ხორციელდებოდა, ასევე ნაცმნოძრაობის სატელევიზიო საშუალებები, თავიანთი მარგინალური პარტიული ტელევიზია ახორციელებდა მიზანმიმართულ შტურმს ეკლესიაზე და მარტო სათაურების მოყვანა არის საკმარისი “მოძალადე მღვდლები”, “საპატრიარქოში რუსული გავლენა ძლიერდება”, “საქმე უნდა ყოფილიყო უკრაინისკენ, მაგრამ წავიდა უკანისკენ” რუსოფილი მიტროპოლიტი, “დაწყევლილთა სია” “თავზრდამცემი მხილება”, “მღვდელმთავარს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ”, “პედოფილიის ბრალდება”. მამთამავლობაში დადანაშაულებული ეპისკოპოსები” და ა.შ.
ეს ყველაფერი მეტყველებს ვის ინტერესებში და ვის მიერ არის მართული შეტევა-შტურმი ეკლესიაზე და პატრიარქზე, თუმცა ეს შტურმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ 20 ივნისს სცადეს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება და ეს მცდელობა დასრულდა, ისე როგორც დასრულდა – წარუმატებლობით, ახლა ისინი ცდილობდნენ შტურმით შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც წარუმატებლობით დასრულდება, რადგან აქ დგას ხალხი, აქ დგას ხელისუფლება და აქ დგას ეკლესია, რომლებიც არის შეურყეველი და აუცილებლად დაუპირისპირებენ სათანადო პასუხს ასეთ პოლიტიკურ ძალებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია ემსახურება ეკლესიის აღორძინებას და ემსახურება ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან – ეს არის ბოკშევიკური სულის რეიკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში რომ ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ ახლა სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.