შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი"- ცოტნე გამსახურდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

"მოკლედ, რა დღეში ვართ...?

ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს - ჯარის გადასავადებლად...

პოლიტიკა და ხელის-უფლობა უნდათ გამორჩენისთვის და თავის წარმოჩენისთვის...

კულტურა - გრანტების, შემოსავლის, სტატუსის გამო...

ყველაზე პატიოსანი ხალხი, პრინციპში, ბიზნესმენებია: საკუთარ მიზნებს არ ნიღბავენ. კი, კონფორმისტები და ეგოისტები არიან, მაგრამ სიმართლის მხარეს ყოფნა და თანადგომა არცაა ბიზნესის დეკლარირებული მიზანი...

სრული პერვერსია... რელიგია - ჭეშმარიტების ძიების ერთერთი ინსტრუმენტი, რათა ადამიანი უკეთესი გახდე; ძალაუფლება - რათა შენ გარშემო სამყარო გახადო უკეთესი; კულტურა - როგორც შინაგანიდან წამოსული შემოქმედებითი იმპულსის მანიფესტაცია...
აქ ყველაფერი უკუღმაა.

ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი. უარესი რომ არ ვთქვათ რამე... მეტყვიან, გამოსავალიო? მე ჩემთვის ეგ გამოსავალი ნაპოვნი მაქვს: არ ვუყურო სამყაროს მღრღნელის, მტაცებლის თვალით, მუდმივად ვადევნო თვალი თავს და მქონდეს თვითრეფლექსია. ცარიელი სიტყვებია ეს შენთვის? მაშ, გააგრძელე ძველებურად და გამოსავალს ნუღარ ჰკითხულობ!"- წერს გამსახურდია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია