შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ერის სულში ჩაფურთხებაა- ძიძიგური

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2019

როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს თვითმყოფადობა გამოხატულია მის კულტურაში, მის ცეკვაში, მის სიმღერაში, ეროვნულ ატრიბუტიკაში, ჩაცმულობაში მათ შორის, ღვინოში და საქართველოს ეკლესიაშიც. საქართველოს ეკლესიაში იმიტომ, რომ ჩვენი კულტურა, ესაა ქრისტიანული კულტურა და ჩვენი კულტურის სათავეში სწორედ ქრისტიანული ღირებულებები დგას.

როდესაც ჰომოსექსუალისტები თავის ინტიმურ ცხოვრებას ჩოხის თანხლებით ახორციელებენ, ეს არის ქართველი ერის სულში ჩაფურთხება. ამას მე ვამბობ „კონსერვატორების“ სახელით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამას იზიარებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ძიძიგური საპატრიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა განწყობას, იმ შტურმთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულ ღირებულებებზე, ეკლესიაზე ხორციელდება, შედეგი 2020 წელში ექნება და ამით ოპოზიცია ბედნიერი არ იქნება.

„მას შემდეგ, რაც მიშა სააკაშვილს რელიგიური ექსტაზი დაემართა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ თვითონაც უნდა გამოვიდეს საპატრიარქოს მხარდასაჭერად და მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ჩათვალეს, რომ ეს მსუყე თემაა და წაადგებათ. თუ ასევე რელიგიურ ექსტაზში ჩავარდნილი სალომე სამადაშვილი დაკითხავს მეუფე იაკობს პარლამენტის სივრცეში, შეიძლება შემდეგ პატრიარქზეც გაიწიოს და პატრიარქის დაკითხვაც მოინდომოს. გარწმუნებთ, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ ეკლესიას და ვერც თავის თავს ვერ დაეხმარება“, - აღნიშნა ძიძიგურმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია