შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შოთა დიღმელაშვილი: ხალხს აქვს უფლება და ხალხი აჯანყდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ნოემბერი 2019

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ ლიდერი აცხადებს, რომ არ აპირებენ დათმონ ზაფხულის აქციების მთავარი მონაპოვარი - პროპორციული არჩევნები.

„ჩვენი პასუხია, რომ აქ არავის სჯერა და არავინ შეჭამს იმას, რომ ვიღაცას შეუძლია ბრჭყალების გამოჩენა. ამისთვის მათ შვიდი წელი ჰქონდათ, რომ მოვიდნენ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. იგივე კლანი რომ დანიშნეს სასამართლოში, მაშინ გამოეჩინათ კლანჭები. არავინ მაგას არ ჭამს, რომ მაჟორიტარები აუჯანყდებიან ბიძინა ივანიშვილს, მართლა მონების აჯანყების სცენარს არავინ არ ჭამს. თუ რამე საფრთხე ემუქრება ამ კანონპროექტის მიღებას, რომელიც არის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა და ერთადერთი გარანტია ჩვენი მომავალი დემოკრატიული განვითარების, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ეს ნიშნავს, რომ მიიღეს კვლევების შედეგები, რომ პროპორციულ არჩევნებში მარცხდებიან და ამ დამარცხებას არჩიეს, მოდი, კიდევ ერთხელ მოვატყუებ ქართველ ხალხსო. მე მგონია, რომ ამ ქმედებებით ხალხის რეაქციას ამოწმებენ. ვერ გაბედავენ - მარტო საქართველოს მოსახლეობის წინაშე ხომ არ აიღეს ვალდებულება, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აქვთ ვალდებულება საკონსტიტუციო ცვლილებების. „ადამიანის უფლებათა დეკლარაცია“ გვეუბნება, რომ თუ სხვა გზა არ არის და ხელისუფლება ტირანიაშია გადაზრდილი, მაშინ ხალხს აქვს აჯანყების უფლება და ხალხი აჯანყდება,“ - ამის შესახებ შოთა დიღმელაშვილმა „პოლიტიკის ფორმულის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია