გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პარტიის თავმჯდომაზე როგორიც იყო ადრე" - "ქართული ოცნების" დეპუტატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019

„ქართული ოცნების“ წევრი და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეწინააღმდეგება და დღევანდელ სხდომაზე მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს პატივს ცემს და ყველა მის აზრს, აღნიშნულ კანონპროექტს მხარს მაინც ვერ დაუჭერს.

"ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არ მინდა რაიმე კანონპროექტის ავტორი გავხდე. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. დღესაც გავიმეორემ, ეს არ არის ის პარლამენტი და ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პარტიის თავმჯდომაზე როგორიც იყო ადრე, რომ რასაც უნდოდათ იმ კანონპროექტს გაიტანდნენ არ არის ეგრე, ეს იყო ადრე, მიშას დროს ჩვენ დროს არ ყოფილა. უდიდეს პატივს ვცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მაგრამ, მე ჩემი ხალხის პოზიცია უნდა გავითავისწინო" - განაცხადა ჯაფარიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია