შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ISFED: პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით: "12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი დაფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულიპროექტის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავად არიან ამ კანონპროექტის ინიციატორები".2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე.„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს: მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად.პროპორციულ წესზე გადასვლას პარლამენტმა კენჭი გუშინ, 12 ნოემბერს არ უყარა. პარლამენტის თავმჯდომარეს არ უთქვამს, რომ პროცესი გადაიდო, თუმცა, სხდომა კენჭისყრის გარეშე დაასრულა. კენჭისყრა, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. განხილვა უკვე მიმდინარეობს. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია