გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ვოლსკი - უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური და ახლა როგორ იქნებოდა მშვიდი, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019

უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური. ახლაც როგორ იქნებოდა მშვიდი პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ რასაკვირველია, ხმის აწევას არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გარკვეული დეპუტატების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს იმ დაბრკოლებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით აზრს შეაცვლევინებს.

„უმრავლესობის უმრავლესობა არის რომელიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დღეს იქნება მთავარი დებატები, თუ საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, შეთანხმების გავლა, ჩვენს კოლეგებთან ერთად გვექნება ამის საშუალება. ჩემთვის როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერენ რაღაც ფორმით კენჭისყრისას ამ ცვლილებებს, უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის დეპუტატების მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვათ. გუნდს უსმენს ბიძინა ივანიშვილი და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერამ დაადასტურა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია