შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მეგობარო! ჩამოდი! თუ დაჭერააა, მეც დამიჭიროს“ - თაკო ჩარკვიანის მიმართვა სააკაშვილს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2019

პოლიტიკური პარტიის - „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

„მიმართვა მიხეილ სააკაშვილს! პირველად ვწერ ასე, ვამბობდი , რომ არ ჩამოვიდეს, რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს, ამ სამართლებრივ სისტემაში, სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც, სადაც თურმე , როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ „ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა, ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო“, დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა-თქო!

ახლა მოგმართავთ, მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერააა (ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის გარდა, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს ) მეც დამიჭიროს, რადგან ამ „ფეოდალის“ მიერ გადაბარებულ ქვეყანაში სიცოცხლეც არ ღირს!

კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა , რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება ( რაც უდავოდ იყო)იმ 9 წლიანი მოღვაწეობიდან, და ის “ მოგონილ- გაზვიადებული შიშიც “გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, და “ იმ 9 წლით აშინებს”, გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ “ქვეყნის განადგურება და უზურპაცია”, შევაჩეროთ უზურპატორი “ კანონით და სამართლით”- ძალა ერთობაშია- კოალიციაში- ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!!მხოლოდ კოალიცია- მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა! !!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო!“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია