შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ნოდია "არა მგონია, კათოლიკე მამებს უფრო ძლიერი ლიბიდო ჰქონდეთ, ვიდრე მართლმადიდებლებს"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2019

სამწუხაროდ, მეუფე პეტრე ცაავას ბოლო ინტერვიუს საყურებლად ვერ მოვიცალე.

როგორც მივხვდი, გარკვეული გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პეტრე ცაავა არის (1) სოციალური კონსერვატორი და მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ჰომოსექსუალობის მიმართ და (2) პოლიტიკურად პრორუსულად განწყობილი.

მე არც ერთ მის ამ პოზიციას არ ვიზიარებ, მაგრამ რატომაა ეს გასაკვირი? რატომ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ თუ ვიღაცა პატრიარქს დაუპირისპირდა, ამავე დროს მედასავლეთე ლიბერალი უნდა ყოფილიყო?

ის რომ ასე ფიქრობს, არც მეტად და არც ნაკლებად სანდოს არ ხდის მის ბრალდებებს ეკლესიის კორუმპირებულობის ან ეკლესიის მამების (კერძოდ პატრიარქის) ჰომოსექსუალურ პრაქტიკაში ჩართვის შესახებ. შეიძლება პრორუსულად და ჰომოფობურად განწყობილი ადამიანი ამავე დროს გულწრფელად ამხელდეს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებს. ცხადია, ნებისმიერი ბრალდება უნდა დასაბუთდეს და ამ შემთხვებაში ის დასაბუთებული არაა. მაგრამ ეს სხვა პრობლემაა.

რაც შეეხება ჰომოსექსუალობის თემას. ვის ვისთანა აქვს სექსი, მათ შორის ეკლესიაში, ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ბოლო დროს გახმაურებული ბრალდებების (არა მხოლოდ პატრე ცაავასგან) შინაარსი ისაა, რომ მღვდელმთავრები თავის ძალაუფლებას იყენებენ იმისთვის, რომ ახალგაზრდა (შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში არასრულწლოვან) საეკლესიო პირებს სექსი მოახვიონ თავს. ეს უკვე ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული დანაშაულია. ის, რომ ასეთი რამ ეკლესიაში შეიძლება ხდებოდეს, სრულიად დაჯერებადია, თუნდაც თუ კათოლიკურ ეკლესიაში მიმდინარე სკანდალებს გავითვალისწინებთ. არა მგონია, კათოლიკე მამებს უფრო ძლიერი ლიბიდო ჰქონდეთ, ვიდრე მართლმადიდებლებს. ვშიშობ, ამ მხრივ კიდევ ბევრს ახალს და ძალიან უსიამოვნოს გავიგებთ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია