შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა.

როგორც დეპუტატებმა “კონსერვატორების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს,ისინი მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას და შესაბამისად, “ქართული ოცნების” დანაპირების შესრულებას. დაპირების არშესრულების შემდეგ კი ისინი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ ხედავენ.

„მინდა, განვაცხადო იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც უარი განაცხადეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა უმრავლესობისა, ზვიად ძიძიგური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა სამივე დეპუტატი ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო.  აღნიშნულის შემდეგ 9 დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობა დატოვეს.

კანონპროექტი ჩაგდების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია