შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხის საკრებულოს ახალი წევრი ომარ შველიძე მუშაობას დღეიდან შეუდგება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2019

წარმომადგენლობითმა ორგანომ დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ომარ შველიძის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო.

როგორც Knews.ge-ს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ განუცხადა, ომარ შველიძემ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმების უმრავლესობა და საკრებულოს წევრობის უფლება მოიპოვა.

კახა ჯამბურიას თქმით, ლაგოდეხის საოლქო კომისიამ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა სათანადო დოკუმენტაცია წარუდგინათ, რაც ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის არის აუცილებელი.

,,ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის წევრმა, ომარ შველიძემ გაიმარჯვა. მისი უფლებამოსილების ცნობისთვის, ველოდებოდით საოლქო კომისიიდან ოფიციალურ დოკუმენტებს.

საოლქომ ეს დოკუმენტები მოგვაწოდა, გარდა ამისა ომარ შველიძემაც წარმოადგინა სათანადო დოკუმენტაცია. აღნიშნული საკითხები იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნა განხილული. ის ოფიციალურად მუშაობას დღეიდან შეუდგება”,– განუცხადა Knews.ge-ს კახა ჯამბურიამ.

საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს, აფენის 4 საარჩევნო უბანზე გაიმართა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატს ომარ შველიძეს ამომრჩეველთა 84.4%-მა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ აფენის მაჟორიტარ წევრს გია კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა, რის გამოც შუალედური არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია