გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ხელისუფლება ხალხმა უნდა გაისტუმროს, თუ ამასაც პატიობ, მაშინ იმსახურებ ამას"- ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ჰოთნიუსთან“ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და პროგნოზს გამოთქვამს:

„ვადამდელი არჩევნების ვერც აუცილებლობას და ვერც სარგებელს ვხედავ. ვადამდელი არჩევნების მინიმალური ვადა არის მაისი და რაღა დარჩა მაისიდან ოქტომბრამდე? შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან ხელოვნური იქნება, თუმცა იმდენი სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში, რომ ვერაფერს გამოვრციხავ, მაგრამ პოლიტიკურ ლოგიკას ვადამდელ არჩევნებზე ვერ ვხედავ, რადგან როცა ქვეყანაში ხდება ის, რომ კაცს შეუძლია საკუთარი თავი გადააგდოს... ივანიშვილმა გადააგდო ივანიშვილი, ფაქტობრივად, ეს სურათი მივიღეთ. როცა კაცს საკუთარი თავის გადაგდება შეუძლია, იქ პოლიტიკურ პროგნოზებზე ლაპარაკი შეიძლება?! თავმოყვარე პოლიტიკოსი როცა საზოგადოებას აძლევს სიტყვას და მერე თვეების განმავლობაში „ტვინს ბურღავს“, ეს გავაკეთეო და მერე გადაგაგდებს და არ გააკეთებს, ასეთი პოლიტიკოსი ნორმალურ ქვეყანაში ამთავრებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას იმიტომ, რომ თუ შენ არ შეგიძლია მიცემული პირობის დაჭერა, მაშინ ვინ ხარ საერთოდ?! ვფიქრობ, რევოლუციური სცენარის რესურსი არაა ამ ქვეყანაში და არც საჭიროებაა, დავიღალეთ ამ რევოლუციებით. ამ საზიზღარი აქტის გამო საარჩევნო გზით ასეთი ხელისუფლება ხალხმა უნდა გაისტუმროს, თუ ამასაც პატიობ, მაშინ იმსახურებ ამას.“- აცხადებს ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ ჩააგდო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია