გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინო წილოსანმა კანონპროექტის ჩაგდება თავისებურად ახსნა "აბა ოპოზიცია მიგვეშვა ხელისუფლებაში?"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2019

"რატომ მოგვატყუეთ"ნინო წილოსანს გურიაში ხმაურით დახვდნენ

უმრავლესობის წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს გურიაში ხმაურით დახვდნენ. „არ შეგრცხვათ გურულების?“ „თქვენ გგონიათ, რომნაციონალური მოძრაობაგადააგდეთ?“ „რა უნდა ველაპარაკო ახლა ამას?“ „ჩოხატაურის მოსახლეობას რატომ არ ხვდებით?“ „გამორიცხულია, თქვენ ეს პიჯაკიც კი ჩაიცვათ ივანიშვილის თანხმობის გარეშე“ – ამ შეძახილებით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა მაჟოროტარ დეპუტატს;

თავიდან მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტის გამო თავს მოტყუებულად გრძნობდნენ, ლანჩხუთის მერიის წინმდებარე სკვერში შეიკრიბენ.

ოდნავ მოგვიანებით კი მათ ლანჩხუთი ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ლანჩხუთის ბიუროში, რომელიც ლანჩხუთის მერიის შენობაშია განტავსებული, შესვლა სცადეს.

თუმცა პოლიციამ ცოცხალი კორდონი აღმართა და მოქალაქეებს, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებს იმ შენობაში სადას ხვათაშორის მერიასტან ერტად საკრებულოაცაა განთავსებული, შესვლი უფლება არ მისცა.

პოლიციის ქმედებან მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

ამ დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში კი მაჟორიტარი მივიდა მოქალაქეებთან და აქციაც მონაწილეებსა და მოაჟორიტარს შორის კამათის თანხლებით გაგრძელდა.

ნინო წილოსანი თავს სხვადასხვა არგუმენტებით იცავდა თუმცა თუ რა გახდა მისი პოზიციის ცვლილების მიზეზი-დეპუტატმა მოსახლეობას ვერ აუხსნა.

ერთადერთი რაც წილოსანს "წამოცდა" "აბა ოპოზიცია მიგვეშვა ხელისუფლებაშიო" - სულ ეს იყო.

საბოლოოდ კამათი დეპუტატსა და "მიმხვდურებს" შორის დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც წილოსანმა ყველაზე აქტიურებს თავხედი და მატყუარა ეძახა და პოლიციის თანხლებით ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორია დატოვა:

 

ბესო ქათამაძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი: აზრი არა აქვს ამ ადამიანებთან საუბარს,ისინი მოსახლეობასთან ამბობენ, რომ მათ „გადააგდეს“ ოპოზიცია. ხალხი არაფრად მიაჩნიათ. რა წესითაც არუნდა ჩატარდეს არჩევნები, პროპორციული თუ მაჟორიტარული, „ქართულ ოცნებას“ შანსი მაინც არ აქვს.ისინი საქართველოს მოსახლეობას რომ ატყუებენ ბოლო რვა წელია ფაქტია, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან,ამერიკასთან, ევროპასთან საქნეს უქმნიან უვიზო რეჟიმს, რომელიც ევროპასთან გვაქვს და ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ,მათ ხეწლისუფლების შენარჩუნება სახელმწიფოზე მეტად უღირთ. ეს დაამტკიცა ქალბატონმა წილოსანმა,ეს ძალა არის მარგინალური და მათთვის მთავარია ხელისუფლება შეინარჩუნონ ყველა მეთოდით.

კახა ასკურავა; ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი; ქალბატონი წილოსანი, იყო ერთერთი აქტიური მხარდამჭერი იმ კანონპროექტის, რომელიც გუშინ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ჩააგდო „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ. წილოსანი დადიოდა მოსახლეობაში და ხალხს უმტკიცებდა რომ ეს პროექტი იყო ძალიან კარგი.ვინაიდან ძალიან ბევრი აქვს დასაკარგი, ვინაიდან მას აქვს ძალიან ბევრი ფული და ეშინია მის კეთილდღეობას არ დაემუქროს საფრთხე, იგი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში. აქედან გამომდინარე,იგი იძულებული გახდა გუშინ, წასულიყო საკუთარი თავის წინააღმდეგ, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.იგი დადგა ისტორიის ბნელ მხარეს.

მიხეილ გოგოტიშვილი; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი: ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და მან კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. დაპირდა ხალხს რომ გავრილოვის ღამის შემდეგ გადაიყვანდა პარლამენტს პროპორციულ სისტემაზე და მოატყუა ხალხი. ჩვენ გავაპროტესტებთ ამ ტყუილს მანამ სანამ არ მივალთ სასურველ შედეგამდე.

დავით მჟავანაძე; ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი: 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო „გავრილოვის ღამე“, რაც ახალგაზრდებს დათხარეს თვალები, გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და შეპირდა ხალხს რომ პარლამენტი გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე,მაგრამ მ ას შემდეგ რაც აღმოაჩინეს რომ საკმარისი ხმები არ ყოფნით, ეგრეთწოდებული მეამბოხეები გამორჩიეს, ესენი არიან მეაბოხეები რომლებსაც ხელის აწევის და კანონის მიღების მეტი არაფერი გაუკეთებიათ.

ივანიშვილი ხალხს კი არ შეპირდა მარტო,იგი დასავლელ პარტნიორებსაც დაჰპირდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაჰპირდა და ეს რომ „გაეპრავებინა“ ივანიშვილს, გამონახა საკუთარ გუნდში მონა-მორჩილი ადამიანები, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინეს რომ არ ეთანხმებიან ამ კანონპროექტს, რომელიც თვითონვე დააინიცირეს პარლამენტში.

ერთ-ერთი არის ნინო წილოსანი,რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის დავალების შემსრულებელი და  ცდილობს პოლიტიკური სიცოცხლის დღეები გაიხანგრძლივოს.

თითოეული ეს ადამიანი არის სამარცხვინო, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ვინ არიან ეგრეთწოდებული მეამბოხეები, ვინც გადააგდო ქართველი ხალხი და ვინც ამ შოუში მიიღეს მონაწილეობა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია