გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მერიაზე "გაკუჭებული" გურულები და პრობლემა რომლის მოგვარებაც მხოლოდ ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2019

 

ქალაქ ოზურგეთში აკაკი წერეთლის ქუჩა N 1-ში მცხოვრები, ოზურგეთის საპატიო  მოქალაქე, ოზურგეთის პარკის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ ჩხარტიშვილი   დახმარებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება, ოთარ ჩხარტიშვილმა „გურიის მოამბის“ ჟურნალისტებთან  საუბარში გააკეთა.

რედაქცის წარმომადგენლები, ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე არსებულ, ჯერ წყლის არხის პრობლემებს გაეცნო  და შემდეგ კი, შესყიდული და აწ წართმეული მაღაზიის შენობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც გადაქცეულია ნაგავსაყრელად და ანტისანიტარიის ბუდეს წარმოადგენს და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.  

ბატონი ოთარი,  ასევე, გვიყვება თავისი განვლილი ცხოვრების ლამაზ წლებს. მაგრამ ცოტა გულისტკივილითაც.

ოთარ ჩხარტიშვილიდავიბადე 1940 წელს, ლანჩხუთის რაიონ სოფელ ჩოჩხათში, შრომის უბანში. ამჟამად, ვცხოვრობ აკაკი წერეთლის ქუჩა N1. 20 წელზე მეტია ვმუშაობ ოზურგეთის პარკში.

2020 წლის ოქტომბერში მისრულდება 80 წელი.

მე აქ  ვცხოვრობ 1972 წლიდან.   ვარ ოზურგეთის საპატიო  მცხოვრები. ვიყავი  პარკის თანამშრომელი. ჯერ კიდე  ავთომდე, ქალი იყო დირექტორი (გვარი არ მახსოვს) ეხლა გარდაცვლილია.  მაშინ ვიბრძოდი იმისათვის, რომ პარკი გამომეკეთებია. მერე მოვიდა, ბედმა გამიღიმა არაჩვეულებრივი ადამიანი, ავთანდილ სირბილაშვილი და დავძმაკაცდით. ავთო არის ღვთისნიერი კაცი, თუ დეიბადება ადამიანი უნდა იყოს ასეთი. აკეთებს მის საქმესაც, ერის საქმესაც და სამეგობროსაც არ ტოვებს უყურადღებოდ. ასეთი ხალხი ამრავლოს ღმერთმა. ახლა გააერთიანეს აიპში პარკი, რა გასაერთიანებელი იყო. განუკითხაობაა, უმუშევრობაა. პარკში უნდა იყოს  მუშა კაცი, მე რომ ვარ ასეთი.

გოგებაშვილის და წერეთლის ქუჩაზე,  რომ წევიდა გზების  „პერეკონსტრუქცია“, წამევიდა გრეიდერი, არაფერი არ გააკეთა ნორმალური.  მთელი წყალი, რაც მოდის გოგებაშვილიდან, აქ იყრის ჩემთან თავს. „კანაო“  აქ არაა და წყალს გასასვლელი არა  აქვს. ეს წყალი ყველა ჩემთან შემოდის. პატრონი არ ყავს. მივმართე მერიას,   სიორიძის დროსაც და ახლაც კოტეა  და იმასაც.  მაშინ ანასეულიდან იყო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რამდენჯერ მივმართო. მივმართე, მივმართე და სადაა მერე?!  ჯერ იყო და აქანე იყო მტვერი და უბედურება. გავაკეთე „ზაბორი“ მტვერი  რომ არ შემოსულიყო ეზოში. დამტვერილი ვიყავით რამდენიმე წელი.  სად წევიდეს ახლა წყალი აქანე. რაღაც გარკვეულ მანძილამდე მიდის  და მერე აღარ აქვს გასასვლელი. მე მქონდა ჩემი ეზოდან გამომავალი არხი გაკეთებული. მარა მერე ყველაფერი მოიშალა.    არ მინდა ეს პრობლემა ბაღნებს დაუტოვო. ჩემი თხოვნაა, რომ  გააკეთონ კაპიტალურად და წყალს ქონდეს თავისუფლად გასასვლელი, რადგან არ დაგროვდეს და ისევ ეზო არდამიტბოროს.

ოთარისთან საუბარში  მისი მეზობელიც  ჩაერთო - იგივე გულისტკივილით,  მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ ანუ ეს პრობლემა  ქუჩის მთელ მოსახლეობას აწუხებს:

" სანიაღვრე არხები აქ არ არის. ჩვენ  ჩვენით,  ინდივიდუალურად  გვაქვს გაკეთებული. გასაწმენდი და გასასუფთავებელია ეს არხები, რადგან ყველას არ აქვს ჩაცემენტებული. მერიის სამსახური ჩვენს ქუჩაზე დიდი ხანია არ გამოჩენილა, კი არა და  სულ თუ არსებობს ისიც არ ვიცით.  ცენტრალური  წყალი ამ ქუჩაზე არაა. ჩვენ ჭები გვაქვს.  21-ე  საუკუნეში არ  გვაქვს წყალი და დამოკიდებული ვართ ჭაზე, შუა ქალაქში.  სასაცილოა, სატირალი ამბავი რომ არ იყოს, ნამდვილად" გვიყვება მეზობელი რომელიც სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს.

წართმეული და მიტოვებული შენობა

აგერ "აქანე" უბნის მაღაზია იყო. შევისყიდე მე აუქციონზე და მერე ქალბატონმა ჯანელიძემ გააუქმა აგი.  მაშინ იყო დავით სიხარულიძე ქონების მართვის სამმართველოს უფროსი. რაფერც უნდოდენ ისე აბამდენ კუდს საქმეს და წამართვეს ეს მაღაზია.   დღეს ეს შენობა უკვე გაპარტახებულია და ანტისანიტარიაა იქ ( იქვე მდგარი,  მეზობლის სიტყვები-„უფასო ტუალეტის“ სანახავად მიგყავს?). ვუთხარი ხელისუფლებას  რამდნეჯერაც გინდა - ერთჯერ, ორჯერ, მარა  რა შედეგი. მაღაზია იყო ჩემ ეზოში და ისე გააკეთენ  ძალით და შეგნებით და ვის მივმართო? ეხლა აქ, ყოფილი  მაღაზიის  დანგრეულ შენობაში  რაც ხდება, წარმოუდგენელია. აქ რა მდგომარეობაცაა მოდით და ნახეთ და გადაიღეთ. გული მტკივა  ამ  ჩემს შეძენილ მაღაზიაზე, ფული მაქვს გადახდილი, ძველი საბუთებიც ხელზე მაქვს,  არ გადამიყრია, რომ რამე მეთქი, კიდო მაქ იმედი. მერე დროც შეიცვალა.  ფულიც აღარ მქონდა. 1999 წელში დედა დამეღუპა. 2003  წელში მამა, 2006-ში 42 წლის ბიჭი, შვილი, 2014-ში მეუღლე.  მეორე  შვილი მყავს თავის ცოლ-შვილთან ერთად გადასულია თბილისში, აქანე ვერაფერი ვერ ნახა სამსახური  და წავიდა. ახლა ჩამოსულია და მეხმარება სახლში. 

კარგი იქნება თუ მომისმენენ და დამეხმარებიან.

 ოთარ  ჩხარტიშვილის გულისტკივილი - „ისე იცით რა მაინტერესებს, საპატიო წოდება რომ აქ  ადამიანს  რამე პრივილეგია ქონდეს უნდა თუ არა და მეორე მე ვინც მიცნობს აგერ  ჩემი მეზობელი მიცნობს ვინ ვარ რა ვარ და   აგერ ახლობლები და სხვაგან რომ მივდივარ რა იცის იმან მე ვინ ვარ?  ან სამკერდე ნიშანი იყოს  ან სადმე  ვიყო გატარებული. გამოდის ისე რამე „ლევი“ რამეს რომ გააკეთებ ისე  ვარ თითქოს. კი დიპლომი მომცენ მარა.  ერთი ხუთი თუმანი მაინც უნდა გეეკეთებიენ .“

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია