შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 ნოემბერი 2019
„საერთაშორისო რეზოლუციებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო პოზიტიურად შეფასებული, ქვეყნის შიგნით კი უმრავლესობა უჭერდა მხარს ამ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა ეს იყო ხელისუფლების საჯარო დაპირება, რომელიც არ შესრულდა“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.მისი თქმით, ეს იყო მმართველ გუნდთან შეთანხმება, რომელიც უნდა შესრულებულიყო: „როცა ხელს აწერ, მერე სპექტაკლს დგამ და გადაწყვეტილებას ცვლი, სამარცხვინო საქციელია. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა“.გედევან ფოფხაძე დღეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციასაც შეუერთდა. რუსთავი 2 –ის ეთერში მან მოუწოდა ყველას, რომ აქციას მისულიყვნენ. "პარლამენტზე მეტი ლეგიტიმაცია შეიძლება იყოს აქ, რუსთაველზე. მოვა ქართველი ხალხი თუ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი რაოდენობით, აქ მივიღებთ გადაწყვეტილებებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით", — თქვა გედევან ფოფხაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ახალქალაქი-ნინოწმინდის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მხარი არ დაუჭირა. ახალციხე-ადიგენის დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დეპუტატები "სამხრეთის კარიბჭეს" ზარებს არ პასუხობენ.კანონპროექტის ჩაგდების გამო, უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა და შვიდმა დეპუტატმა.მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს.[რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია