შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსთაველზე დაგეგმილ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2019
რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს უერთდებიან.„ჩვენი მოთხოვნაა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება. უნდა გადადგეს მთავრობა. ვითხოვთ დროებით მთავრობას და დროებით საარჩევნო ადმინისტრაციას, რადგან გახარიას ჩატარებულ არჩევნებში აზრი არ აქვს მონაწილეობის მიღებას", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" ახალქალაქი-ნინოწმინდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არსენ კარაპეტიანმა.თბილისში დადგეგმილ აქციაზე უკვე გაემგზავრნენ სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან. „40 ადამიანი ვართ, პირველ ეტაპზე ჩვენ წავალთ, თუ საჭირო გახდება კიდევ ჩამოვლენ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე."ოთხი მიკროავტობუსით წავედით, ვუერთდებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს", – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ადიგენში დავით ოგანეზიანი.საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია