სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეპარქიალური საბჭო სასულიერო პირებს აფრთხილებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2019
მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭოს განცხადებით, პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში სასულიერო პირბმა უნდა მიმართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას.ეპარქიალური საბჭოს განმარტებით, ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში."ამჯერად, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად კათოლიკოს–პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო. ასევებ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუში ადგილი ქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის მიმართ კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, _ „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისაგან თავის შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლამდიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან", – ნათვამია განცხადებაში.[sknews.ge
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია