შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ილია მეორე: ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2019
საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში, საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერებისა და მათი წარმომადგენლების უმასპინძლა.„ამ ურთულეს დროს ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი პრობლემების წინაშე. ერთსულოვნება და ტოლერანტობა, თქვენ მოგეხსენებათ, აქტუალურია და აუცილებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. მე გისურვებთ ღვთის ლოცვა-კურთხევას, ღვთის დახმარებას კეთილ საქმეებში. დღეს ჩვენ უნდა დავინახოთ გაჭირვებული ხალხი, ჩვენ უნდა დავინახოთ ის ადამიანები, რომელთაც ჩვენზე მეტად უჭირთ და დავეხმაროთ მათ. მადლობელი ვარ, რომ ჩვენთან მობრძანდით, გაიხარეთ“,- განაცხადა პატრიარქმა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია