სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თეთრი ხალათების აქცია ახალციხესა და ასპინძაში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019
დღეს, 18 ნოემბერს, ახალციხელი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ. აქცია გაიმართა კლინიკა "იმედის" და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში.„თეთრი ხალათების“ აქციას ასპინძის საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ასპინძის რაიონული სამსახურის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ცხრა ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო 15 ნოემბერს გაიმართა. რუსი სამხედროების მიერ ცხრა ნოემბერს დაკავებული ქართველი ექიმი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტია.“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია