შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილებას სტუდენტი მარიამ გელაშვილი იღებს, იგი იმედოვნებს, რომ შეარჩევენ და სლოვაკეთში გამგზავრებას შეძლებს: „ეს არის საუკეთესო საშუალება ინგლისური ენის შესწავლის და მეტი გამოცდილების მიღების, ამიტომაც ჩავერთე ამ გაცვლით პროგრამაში“.თამარ კელაპტრიშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან სტუდენტობის პერიოდში ორ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პირველად რუმინეთში, ქალაქ იასში, ხოლო მეორედ პოლონეთში, ქალაქ ვროცვაში გაემგზავრა.მისი თქმით, გაცვლითი პროგრამა სტუდენტებს საუკეთესო შესაძლებლობებს აძლევს: „ყველა სტუდენტი უნდა ეცადოს რომ წავიდეს საზღვარგარეთ, გარკვეული პერიოდი იცხოვროს უცხო ქვეყანაში. მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ რომ გახდნენ წარმატებული ადამიანები“.უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მთავარი სპეციალისტის, გურანდა მოდებაძის განმარტებით, გაცვლითი პროგრამებით სტუდენტები და პროფესორები გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიემგზავრებიან.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, არის აქტიური პიროვნება, უნივერსიტეტის დეკანატიდან აქვს კარგი დახასიათება და სამოტივაციო წერილი.„ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში სლოვაკეთში ორი სტუდენტის და ერთი პროფესრის მონაცემები გვაქვს გაგზავნილი, იმედი გვაქვს რომ სამივეზე მივიღებთ დასტურს“, – განაცხადა გურანდა მოდებაძემ.მისი თქმით, სამი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორები სასწავლებლად მიემგზავრებიან თურქეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.უნივერსიტეტში ამბობენ, რომ დეკემბერში კიდევ ერთ გაცვლით პროგრამაზე გამოაცხადდება კონკურსი. ERASMUS+ პროგრამისგან განსხვავებით პოლონეთში გასამგზავრებლად სტუდენტმა თანხა თვითონ უნდა გადაიხადოს.[ეთო თოროსიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია