შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,თეთრი ხალათების" აქციას გორელი ექიმებიც უერთდებიან

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭრ ,,თეთრი ხალათების“ აქციას გორში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალიც შეუერთდება. ამ ფორმით ექიმერბი კოლეგის პატიმრობას გააპროტესტებენ და საოკუპაციო ძალებს მის დაუყონებლივ გათავისუბლებისკენ მოუწოდებენ. ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით 2-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. იხ.ამავე თემაზე:
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია