ერთად ერთის წინააღმდეგ - პარლამენტის წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების მასშტაბურ აქცია დაიწყო.
სამოქალაქო პროტესტის მთავარი მიზანია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულოსხმობდა, ჩააგდო.