გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაქრაძე: როგორც ჩანს, იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში აქციის მონაწილეებს, ვინც ჩვენს დროს ითვლიდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 ნოემბერი 2019

ევროპული საქართველოს წევრი, დავით ბაქარაძე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ რუსთაველის გამზირზე დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 5 500-მდე მოქალაქე გავიდა. მისი თქმით, ახლაც და წინა ხელისუფლების დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აქციის მონაწილეებს ერთი და იგივე ადამიანები ითვლიან.

"როგორც ჩანს, დღესაც ისევ იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში საპროტესტო აქციაზე გამოსულ ადამიანებზე, ვინც ჩვენს დროს ითვლიდა და მაშინაც ასე ამბობდა, რომ როდესაც რუსთაველის გამზირი გადაჭედილი იყო ხუთი ათასი და მაქისმუმ ექვსი ადამიანი ესწრებოდა", — განუცხადა ბაქრაძემ ნეტგაზეთს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დღეს, 17 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციაზე 5 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, 1 500 ადამიანამდე იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქციას პატრიოტთა ალიანსი მართავდა. მისივე თქმით, აქციებმა მშვიდ ვითარებაში, დაკავებების გარეშე ჩაიარა.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს საერთაშორისო გამოცემა Reuters. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

პარლამენტის წინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დააანონსეს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან პარლამენტში ქართულ ოცნების ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ შევა. მათ შენობის შესასვლელებთან კარვები გაშალეს და სიმბოლურად ბოქლომები დაკიდეს

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია