გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს: გაძლევთ 30 წუთიან ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის მიხედვით ვიმოქმედებთ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019

პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ პოლიციამ 30 წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ.

"გაძლევთ 30 წუთიან ვადას, რომ გაათავისუფლოთ პარლამენტის შესასვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს გამოვიყენებთ,"- განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველები პარლამენტთან გამოსასვლელად ემზადებიან. ისინი იცვამენ სპეციალურ აღჭურვილობას, იფარებენ ჩაფხუტებს და, როგორც კადრებში ჩანს, ჩქარობენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია