შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019
სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას:უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტისაქართველოს ღია საზოგადოების ფონდიკონსტიტუციის 42-ე მუხლიადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია