შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2019

პარლამენტის პიკეტირებულ შესავლელთან იმყოფება შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლემაც "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება არ მისცა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დეპუტატების პარლამენტის შენობასთან მისვლა პროვოკაციააა და აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს.

"ამათ უნდათ იგივე სცენარის გამეორება რაც მოხდა 20 ივნისს, მე უკვე 600 დღეზე მეტია რაც აქ ვდგევარ და უკვე ვიცი რაში იხარშებიან და რა სიბინძურეა ეს ქართული ოცნება. ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ პროვოკაცია გააკეთონ და ციხეში ჩაყარონ ხალხი, სხვა გეგმა ამათ არ აქვთ, ეს არის ხელიდან წასული ხელისუფლება. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, პროვოკაციას ნუ წამოეგება. პარლამენტში არცერთი დეპუტატი არ შევა, თუ შევა ყველას სათიშაოდ გამოვათრევთ საკუთარი კაბინეტიდან" - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია