შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

WASHINGTON EXAMINER-ი ივანიშილს პუტინის მიმბაძველ პოლიტიკოსად მოიხსენიებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2019

ამერიკული გამოცემა, WASHINGTON EXAMINER-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი დახასიათებულია პოლიტიკოსად, რომელიც ცდილობს, ყველაფერში მიბაძოს ვლადიმერ პუტინს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ივანიშვილის ბოლოდროინდელი აქტი საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით, პუტინის პოლიტიკის მსგავსია.

სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილის ღალატი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით უკანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის განვითარებისა და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.

„ათასობით ქართველი, რომელიც წყლის ჭავლს ებრძვის საქართველოს პარლამენტთან, იძულებულნი გახადეს სიმართლისთვის თვალი გაესწორებინათ. რასაც არ უნდა აცხადებდეს ივანიშვილის ამერიკული პროპაგანდისტული გვერდი, როგორიცაა „CHARTWELL STRATEGY GROUP”, ივანიშილს არ სურს, საქართველოსთვის უკეთესი მომავალი შექმნას.

„ივანიშვილმა მილიარდები იშოვა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როდესაც რუსული ინდუსტრიები ხელთ იგდო. სანამ იგი ფრთხილად თამაშობდა და წარმოაჩენდა თავს, რომ იგი თითქოს დასავლური ღირებულებების მქონე იყო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოავლინა რომ იგი დღეს პუტინის ლაქიაა. იგი დიდ დროს ხარჯავს, ევროპული და ამერიკული საინვესტიციო პროექტების ჩაშლით და კრემლისადმი აბსურდული განსხვავების წარმოაჩნას ცდილობს, სინამდვილეში კი მის მიმართ მოწიწებას იჩენს“ ,- აცხადებს სტატიის ავტორი, ტომ როგანი. იგი იმედოვნებს, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პუტინის მიმბაძველ არაფორმალურ ლიდერზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია