გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი რურუამ თავისი საქმის პროკურორს ბოტასი აჩუქა - თეთრი ძაფით ნაკერი საქმე და შეუსაბამობები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2019

სასამართლო პროცესზე, რომელზეც გიორგი რურუას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავება, ბრალდებულმა თავისი საქმის პროკურორს სიმბოლურად, ბოტასი აჩუქა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" აქტიურმა სამოქალაქო აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა დაწერა, რომელიც პროცესს ესწრება.

 

ასე გამოხატა პროტესტი "მთავარი არხის" ერთერთმა დამფუძნებელმა მის წინააღმდეგ თეთრი ძაფით შეკერილი საქმის გამო და მოსამართლეს განუცხადა, რომ ის იარაღი თვალით არ უნახავს, ისევე როგორც მოსამართლეს არ ჰქონდა ნანახი.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი რურუას, რომელსაც 48 დარეგისტრირებული, სხვადასხვა კალიბრისა და ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აქვს (ამას პროკურატურაც ადასტურებს), დაკავების დღეს არა იმ 48-დან რომელიმე, არამედ სხვა, დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი ედო მანქანაში.
ამას გარდა, საქმის გამოძიებაში მიმდინარე ხარვეზები საკმაოდ თვალშისაცემია. მათ შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს:
"მაყუჩი უპოვეს ვითომ და ისეც კი ვერ დაპლანეს, რომ ეს მაყუჩი ვითომ აღმოჩენილ იარაღს მორგებოდა - არ ეხრახნება.
48 რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს ჟორიკას და იმ დღეს მაინცდამაინც ამ 49-ე, გაუფორმებელი იარაღი ედო ჯიბეში (მანქანაში), აზრზე ხართ?
ეს იარაღი, რომელიც ვითომ უპოვეს, მანამდე სხვას ჩაუდეს - სხვა საქმეშიც ფიგურირებს.
სადაც დააკავეს და ვითომ გაჩხრიკეს, გარე სათვალთვალო კამერები არ არის 
დაკავებისას არცერთი პოლიციელის სამხრე კამერა არ მუშაობდა." - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მთავარი "დანაშაული", რის გამოც გიორგი რურუას საქმე შეუკერეს, "სირცხვილიას" აქციებზე მუდმივად ყოფნა და ფინანსური მხარდაჭერაა.
ბოტასი სიმბოლურად გამოხატავს ყოფილი მთავარი პროკურორისადმი - ოთარ ფარცხალაძისადმი დამოკიდებულებას, რომელიც თავის დროზე გერმანიიდან იყო დეპორტირებული. საზოგადოებაში გავრცელებული ხმების მიხედვით, ის მაღაზიებიდან ბოტასებს იპარავდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია