შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ვეტერანებს ოჯახის წევრების პირადობებსაც სთხოვენ…”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ნოემბერი 2018

გენერალი, გოგი თათუხაშვილი, შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს ვეტერანებისგან ხელისუფლება სხვადასხვა მოტივით, ითხოვს მათი ოჯახის წევრების პირადობებსაც და თანამებრძოლებს სოციალური ქსელით მიმართავს და სთხოვს:

“ძმებო ვეტერანებო! თქვენ კარგად იცით, რომ არჩევნების წინა შეპირებები შარშანდელი თოვლივით ქრება. ნუ გაყიდით ხვალინდელ დღეს! ნუ გაიმასხარავებთ თავს!  ნუ დაეხარბებით გადმოგდებულ სატყუარას, ერთი ბოთლი არყიდან დაწყებული მიწების ნაკვეთებით  დამთავრებული!!! აიღეთ, თუ რაიმეს გაძლევენ არჩევნებამდე და არჩევანი საქართველოს მომავალზე გააკეთეთ!   

24 ნოემბერს, ფილარმონიაში, ომის ვეტერანებთან, რომლებმაც ოჯახის წევრები პირადობის მოწმობებით უნდა მიიყოლონ, ტარდება შეხვედრა. პირადობის მოწმობები თითქოს ნაკვეთების გასაფორმებლადაა საჭირო. შეხვედრას   ვეტერანთა დეპარტამენტი ატარებს.  გამოცხადებული მიზანია ვეტერანთა პრობლემების შესწავლა!!!

ვეტერანთა ,,პრობლემების შესწავლის” პროცესში, ცხადია, მობრძანდება პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი და ამაყი მხედართმთავრის სახით როგორც ,,ქვეშ მყოფთ” გადახედავს დარბაზს, სადაც ნახევარზე მეტი არავეტერანებით იქნება შევსებული.

ვინც მიხვალთ იცოდეთ, ეხლა მას სჭირდებით, ხვალ გამარჯობასაც არ გეტყვიან! ნუ მიხვალთ იმ ადამიანების აქციაზე, რომლებიც თვლიან, რომ საქართველომ, ანუ ჩვენ დავიწყეთ ომი რუსეთის წინააღმდეგ. რომელი პრობლემების შესწავლაზეა საუბარი? ზუსტად არჩევნების წინ გავახსენდით?

ექვსი წელია მთავრობაში არიან და ეხლა, ფაქტიურად არჩევნების  მეორე ტურის  წინა დღეს აპირებენ ვეტერანთა პრობლემების შესწავლას?!

რეალურად, ესაა ბიძინა ივანიშვილის საამებლად და ვეტერანთა გადმოსაბირებლად გამართული ღონისძიების მეორე ეტაპი. პირველი და ტრადიციული-ჭადრაკ-ნარდ-მარათონების ეტაპი ჩატარებულია.

ჩვენ, ყველა ვეტერანი, ვისაც სისხლი დაგვიღვრია საქართველოს მთლიანობისათვის, ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული აგენტურის წინააღმდეგ!

ღმერთი  ფარავდეს საქართველოს და სამშობლოსთვის მებრძოლთ!”

გენერალი, გოგი თათუხაშვილი

ფაქტები.ჯი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია